Accessibility links

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არჩევნებში


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ინდოეთის ახალ მუსლიმან პრეზიდენტს, აბდულ ქალამს.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ინდოეთის ახალ მუსლიმან პრეზიდენტს, აბდულ ქალამს.
საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ წერილში მუშარაფი გამოთქვამს იმედს, რომ ითანამშრომლებს ქალამთან ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განსამუხტად და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის მისაღწევად. დღესვე, უფრო ადრე, ინდოეთის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი: ქალამის დამაჯერებელი გამარჯვება. ქალამი ინდოეთის სარაკეტო პროგრამის ინიციატორად ითვლება, ხოლო პრეზიდენტის პოსტზე მას უმთავრესად წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება მოუწევს.ქალამმა, რომელიც როგორც მმართველი კოალიციის, ისე წამყვანი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ეს სიტყვები წარმოთქვა: [აბდულ ქალამის ხმა] ”ძალიან გახარებული ვარ ინდოეთის პრეზიდენტად არჩევით. მადლობას ვწირავ უფალს, ჩემს მშობლებს, ჩემს მასწავლებლებს.”
XS
SM
MD
LG