Accessibility links

logo-print

ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ თანამდებობით ბოროტად

ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ თანამდებობით ბოროტად სარგებლობაში, აგრეთვე უკანონო საფინანსო მაქინაციებში დამნაშავედ სცნო ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, მუხთარ აბლიაზოვი და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმავდროულად აბლიაზოვი 3,6 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. მაგრამ აბლიაზოვი თავს უდნაშაულოდ აცხადებს და ირწმუნება, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, წაყენებული მას შემდეგ, რაც მან შარშან ნოემბერში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ოპოზიციური მოძრაობა ”ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი”. ამ მოძრაობის კიდევ ერთი თანადამაარსებლის, გალიმჟან ჟაკიანოვის სასამართლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა: მას წაყენებული აქვს თანამდებობით ბოროტად სარგებლობის ბრალდება 1998-99 წლებში ჩრდილოეთი ყაზახეთის პავლოდარის რეგიონის გუბერნატორად მუშაობისას. დასავლეთის მთავრობები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ამ სასამართლო პროცესების გამო.
XS
SM
MD
LG