Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა გაიმეორა თავისი მოწოდება აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობისადმი,

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა გაიმეორა თავისი მოწოდება აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობისადმი,
დაიწყონ საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკება გაეროს შუამავლობით. როგორც ანანი თავის მორიგ საანგარიშო მოხსენებაში აუწყებს გაეროს უშიშროების საბჭოს, აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობა 2 თვეა, უარყოფს გაეროს, აგრეთვე რუსეთის წარგზავნილთა თხოვნას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების საფუძვლად აღიაროს გაეროს მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი. ეს დოკუმენტი აფხაზეთის სტატუსის საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრას ითვალისწინებს. იმავდროულად, ანანის მოხსენება ორივე დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდებს, შეთანხმდნენ ზომებზე ადგილნაცვალ პირთა აფხაზეთში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, 6 თვით გააგრძელოს საქართველოში გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისია. უშიშროების საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს კოფი ანანის ამ ანგარიშს.
XS
SM
MD
LG