Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა დღეს პალესტინელთა ახალი, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები დაასახელა მოღვაწეებად, რომლებთან თანამშრომლობაც მისაღები იქნება ამერიკელი ოფიციალური პირებისათვის.

როგორც პაუელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ფინანსთა მინისტრი სალამ ფაიადი და შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ-რაზაკ ალ-იეჰიე შეძლებენ პალესტინელთა ლიდერის როლის შესრულებას. ამ განცხადების კონტექსტში შეგახსენებთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოწოდებას, რომ აუცილებელია ცვლილება პალესტინელთა ხელმძღვანელობაში, რადგან ამჟამინდელი ლიდერი იასირ არაფატი თავის ამოცანას ვერ უმკლავდება. პაუელი ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შესახებ დღეს ვაშინგტონში ესაუბრა იორდანიის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
XS
SM
MD
LG