Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიის ელიტარული ქვედანაყოფებიდან ოფიცრებისა


საქართველოს არმიის ელიტარული ქვედანაყოფებიდან ოფიცრებისა და ზემდეგების წასვლასთან დაკავშირებული ინციდენტი

საქართველოს არმიის ელიტარული ქვედანაყოფებიდან ოფიცრებისა და ზემდეგების წასვლასთან დაკავშირებული ინციდენტი
შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან შეხვედრის შემდეგ, სახმელეთო ჯარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ჯანჯღავამ, რომელიც ამ აქციას ხელმძღვანელობდა. ბატალიონ “კომანდოსისა” და სწრაფი რეაგირების კოჯრის ცენტრის 102-მა ოფიცერმა და ზემდეგმა, რომლებიც აგვისტოში უნდა ჩართულიყვნენ აშშ-ის მიერ შემუშავებულ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში, დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერეს. ჯანჯღავას თქმით, ის და მისი მეგობრები “დაიღალნენ კედელთან ბრძოლით, რის გამოც ჯარიდან წასვლა გადაწყვიტეს”. ორი კვირის მანძილზე თავდაცვის სამინისტრომ უნდა განიხილოს სამხედრო მოსამსახურეთა პატაკები არმიის დატოვების შესახებ. თავად ჯანჯღავას პატაკი თავდაცვის მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა. ჯანჯღავას აზრით, არმიიდან ოფიცერთა დათხოვნა არ აისახება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე.
XS
SM
MD
LG