Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის


ისრაელმა პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტაქტიკა შეიმუშავა.

ისრაელმა პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტაქტიკა შეიმუშავა.
ამ ქვეყნის რადიოს ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს 20-ზე მეტი პალესტინელი – თვითმკვლელი ტერორისტების მამები და ძმები. დაპატიმრებულებს, როგორც ჩანს, ღაზის სექტორში ჩაიყვანენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შიმონ პერესის აზრით, ამ ნაბიჯით ისრაელი პოტენციურ ტერორისტებს აფრთხილებს. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის უახლოესმა მრჩეველმა ნაბილ აბუ რუდეინამ კი თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლების ქმედება ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციას გამოიწვევს. პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის პრესმდივნის რაანან გისენის ცნობით, ისრაელის მთავრობის დავალებით, იურისტები ტერორისტთა ოჯახების დეპორტაციის სამართლებრივ ასპექტებს განიხილავენ. ექსტრემისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა” განაცხადა, რომ თუ ისრაელი იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან დაპატიმრებულთა გაძევებას განაგრძობს, ”ჰამასი” თვითმკვლელ ტერორისტებს ისრაელის ყველა რეგიონში გაგზავნის.
XS
SM
MD
LG