Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილით, პარიზში, 65 წლის


დღეს დილით, პარიზში, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ადამიანის უფლებადამცავი მოძრაობის ცნობილი მოღვაწე, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრ გინზბურგი.

დღეს დილით, პარიზში, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ადამიანის უფლებადამცავი მოძრაობის ცნობილი მოღვაწე, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრ გინზბურგი.
გინზბურგმა ათი წელი გაატარა საბჭოთა ციხეებში, სადაც ტუბერკულოზით დაავადდა. პირველად იგი 1960 წელს დააპატიმრეს სამიზდატის ჟურნალ “სინტაქსისის” გამოცემისთვის. გინზბურგი ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის განყოფილების ერთ-ერთი დამაარსებელია. 1979 წელს ის, ოთხ სხვა აქტივისტთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. 1980 წლიდან იგი პარიზში ცხოვრობდა, სადაც მონაწილეობდა რუსულენოვანი გაზეთის, “რუსკაია მისლის” გამოცემაში.
XS
SM
MD
LG