Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა ექიმმა ჰაროლდ შიპმენმა 23


ბრიტანელმა ექიმმა ჰაროლდ შიპმენმა 23 წლის მანძილზე 200-ზე მეტი პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს.

ბრიტანელმა ექიმმა ჰაროლდ შიპმენმა 23 წლის მანძილზე 200-ზე მეტი პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს.
ორი წლის წინათ შიპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 15 ხანდაზმული ქალის მოკვლისთვის, რომლებსაც ექიმმა მორფიუმისა და ჰეროინის მომაკვდინებელი ინექციები გაუკეთა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1974-1998 წლებში შიპმენმა, სულ ცოტა, 215, ხოლო, შესაძლოა, კიდევ 45 პაციენტი მოკლა. მის მიერ დახოცილ ქალთაგან ყველაზე ხანდაზმული 93-ის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 41 წლისა იყო. ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, როგორ მოახერხა ამ მკვლელმა, წლების მანძილზე დაუსჯელი დარჩენილიყო.
XS
SM
MD
LG