Accessibility links

logo-print

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარვან


იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარვან მუაშერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საფუძველ უყრის ახალ, იმედისმომცემ ეტაპს

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარვან მუაშერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საფუძველ უყრის ახალ, იმედისმომცემ ეტაპს
ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში. ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მუაშერმა აღნიშნა, რომ სამი არაბული სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გუშინდელ მოლაპარაკებაზე ჯორჯ ბუშმა რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უახლოესი სამი წლის მანძილზე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას. გარდა ამისა, მუაშერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობა. თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებაში, იორდანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
XS
SM
MD
LG