Accessibility links

logo-print

უკრაინის საკურორტო ქალაქ იალტაში გაიხსნა


უკრაინის საკურორტო ქალაქ იალტაში გაიხსნა სუუამის სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს,

უკრაინის საკურორტო ქალაქ იალტაში გაიხსნა სუუამის სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს,
მოლდავეთის, აზერბაიჯანისა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტები. სამიტის პროგრამაშია შეთანხმების გაფორმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე; აგრეთვე, დეკლარაციის მიღება რეგიონში ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ. ინტერფაქსის სააგენტოს მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიტყვები იმის თაობაზე, რომ მისი ქვეყანა თბილისს აფხაზეთში თავისი მშვიდობისდამცველების გაგზავნას სთავაზობს. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის თქმით, თბილისი მიესალმება აფხაზეთში უკრაინის მშვიდობისდამცველთა ჩასვლას, რადგან კიევს კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ბევრის გაკეთება შეუძლია.
XS
SM
MD
LG