Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე ტერორისტების თარეშისა ეშინიათ


ელენე ლორთქიფანიძე ტაჯიკეთის ოფიციალური პირების ბოლო განცხადებების თანახმად, “ალ ყაიდისა” და “უზბეკეთის ისლამური მოძრაობის” მებრძოლები შესაძლოა ავღანეთიდან ტაჯიკეთში გადასავლელად ემზადებოდნენ.



“უზბეკეთის ისლამური მოძრაობამ” ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოაწყო შეიარაღებული თარეში ყირგიზეთსა და უზბუკეთში ,შუა აზიაში ისლამური ხალიფატის მოწყობის მიზნით. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეს ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს მოთავსებული.

ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გენერალ ნურალიშო ნაზაროვის თქმით, არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ “ალ ყაიდის” ჯგუფები თავს უყრის თავის ხალხს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან, მისი გადააკვეთის მიზნით. ნაზაროვი არ გამორიცხავს, რომ ეს ჯგუფები რეგიონში მყოფი შეერთებული შტატების ბაზებზე ტერორისტული აქტების გახორციელებას აპირებენ.

1400 კმ-ის სიგრძის საზღვარს იცავს რუსეთის 25 ათასი ჯარისკაცი. ნაზაროვის თქმით, ამასწინათ ორჯერ გაიზარდა როგორც რუსეთის, ისე ტაჯიკეთის სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცთა რიცხვი.

ხმები შეიარაღებული შემოსევის შესახებ ამ ბოლო დროს გახშირდა, მაგრამ ტაჯიკკთის მაღალი რანგის ოფიცალური პირები ცდილობენ მათ გაქარწყლებას. გასულ უიკენდზე პრეზიდენტმა რამომალი რახმონოვმა თქვა, რომ ამ ხმების მიზანი უცხო ინვესტორების დაფრთხობააო.

პოლკოვნიკმა ალექსანდრ კონდრატიევმა ტაჯიკეთ-ავღანეთის სასასზღვრო დაცვის რუსეთის ძალებიდან, აგრეთვე თქვა, რომ ინფორმაცია რეგინში “ალ ყაიდის” შესევის შესახებ არ არსებობს. ამასთან, კონდრატიევი აღიარებს, რომ ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე გაიზარდა რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა, მაგრამ ამას ნარკოტიკების კონტრაბანდისტებთან ბრძოლით ხსნის.

რუსეთის სასაზღვრო ჯარების შტაბის უფროსი გენერალი სერგეი ჟილკინი კი ამბობს, რომ საერთაშორისო ტერორისტთა პატარ-პატარა ჯგუფები არაეთრხელ იქნა შემჩნეული ბადახშანის რეგიონის ავღანეთის ნაწილში. გენერალი ფიქრობს, რომ ეს ჯგუფები ცდილობენ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში გადმოსვლას და იმ ბაზებში დაბრუნებას, რომელთა დატოვება მათ 1999 და 2000 წელს მოუხდათ. ჟილკინი არ გამორიცხავს, რომ მათ შემორჩენილი აქვთ შუა აზიის რესპუბლიკების პასპორტები, და ისინი მათ გამოიყენებენ.

პოლკოვნკ კონტდარტიევის თქმით კი, ჟილკინს არ შეიძლება ჰქონდეს ამგვარი ცნობები, ვინაიდან რუსეთის ჯარები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი ინფორმაციის შეგროვება ბადახშანის რეგიონში არ დგას.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის ლეიტენანტ დეივ ლიპანის თქმით, პენტაგონს არ გააჩნია ინფორმაცია ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე “ალ ყაიდისა” და “უზბეკეთის ილამური მოძრაობის” მებრძოლების კონცენტრაციის შესახებ.

მაგრამ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტულ ჯგუფებს არ დაუკარგავთ რეგიონში დაბრუნების იმედი. როგორც აღნიშნავს ბრიტანული გაზეთების კორესპონდენტი აჰმად რაშიდი, რომელიც პაკისტანის, ავღანეთისა და შუა აზიის საქმეებს აშუქებს, შუა აზიას გარკვევით ემუქრება ტერორისტული საფრთხე. მისი თქმით, “უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას” ავღანეთში წარმოებულმა ომმა დიდად არ ავნო და მისი წევრები ამჟამად პაკისტანში იმალებიან ადგილობრივი ექსტრემიტების მფარველობის ქვეშ.
XS
SM
MD
LG