Accessibility links

დღეს კვიპროსში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში


დღეს კვიპროსში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ჯარების გადასხმის 28-ე წლისთავი აღინიშნა.

დღეს კვიპროსში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ჯარების გადასხმის 28-ე წლისთავი აღინიშნა.
ჩრდილოეთი კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, რომელსაც მხოლოდ ანკარა სცნობს, სამხედრო აღლუმი გაიმართა. კვიპროსელი თურქების ლიდერმა რაუფ დენქთაშმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა – სცნოს ჩრდილოეთი კვიპროსის დამოუკიდებლობა. ხოლო კვიპროსის პრეზიდენტმა გლაფკოს კლერიდესმა პირიქით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ორად გაყოფილი ამ კუნძულის გაერთიანება 2004 წლისათვის, როცა კვიპროსი – ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. 1974 წლის 20 ივლისს, თურქეთმა თავისი ჯარები გააგზავნა ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც კვიპროსელი თურქებითაა დასახლებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბერძნებით დასახლებულ კვიპროსზე მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მიზანი, საბერძნეთთან კვიპროსის მიერთება იყო.
XS
SM
MD
LG