Accessibility links

logo-print

ესპანეთი იმედოვნებს, რომ სულ მალე


ესპანეთი იმედოვნებს, რომ სულ მალე მოგვარდება უთანხმოება მაროკოსთან

ესპანეთი იმედოვნებს, რომ სულ მალე მოგვარდება უთანხმოება მაროკოსთან
ამ უკანასკნელის სანაპიროსთან მდებარე დაუსახლებელი კუნძულის, პერეხილის თაობაზე. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ტელეფონით დაუკავშირდა რამდენჯერმე მაროკოს მეფე მოჰამედსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ანნა პალასიოს და გამოთქვამს იმედს, რომ უთანხმოება ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მალე მოგვარდება. ოთხშაბათს, ესპანეთის ქვედანაყოფებმა პერეხილიდან გააძევეს მაროკოელ ჯარისკაცთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც 11 ივლისს მივიდა კუნძულზე. მე-17-ე საუკუნიდან პერეხილი ესპანეთს ეკუთვნის, მაგრამ კუნძულზე არანაირი სახელმწიფოს სიმბოლო არაა განთავსებული.
XS
SM
MD
LG