Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიტაცეს 7 წლის გოგონა


მოსკოვში გაიტაცეს 7 წლის გოგონა,

მოსკოვში გაიტაცეს 7 წლის გოგონა,
შეერთებული შტატების მოქალაქე ემილია ჰარვენი. წუხელ ბინაში, სადაც ემილია, მისი დედა და ბებია ცხოვრობენ, 3 დაუდგენელი პირი შეიჭრა. მათ გათოკეს ქალები, ემილია კი – გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, გამტაცებელი -გოგონას მამა, შეერთებული შტატების მოქალაქე პეტრიკ ჰარვენია. ამ რამდენიმე წლის წინ იგი გაშორდა თავის ცოლს, რუსეთში დაბადებულ ლოლიტას, რომელიც სულ მალე, ემილიასთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. მას შემდეგ, პეტრიკ ჰარვენმა ორჯერ სცადა თავისი ქალიშვილის წაყვანა ამერიკაში. ერთხელ იგი უკრაინაში დააკავეს, მეორედ -–მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში.
XS
SM
MD
LG