Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებულ არაბულ საამიროებს განზრახული აქვს..


გაერთიანებულ არაბულ საამიროებს განზრახული აქვს..

გაერთიანებულ არაბულ საამიროებს განზრახული აქვს..
მონაწილეობა მიიღოს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის, ჯენინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, და ამ მიზნით 27 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი შეთანხმება გაერთიანებული არაბული საამიროების წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასა და გაეროს იმ უწყებას შორის იქნა მიღწეული, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს დახმარებას. გასულ აპრილს, ჯენინში ცხარე ბრძოლები გაიმართა ისრაელის ჯარსა და შეიარაღებულ პალესტინელებს შორის. გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა 400-დე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა; 1500 შენობა და ნაგებობა, ჯენინში, დაინგრა.
XS
SM
MD
LG