Accessibility links

logo-print

თურქეთის პარლამენტმა, რომელიც დღეს საგანგებო


თურქეთის პარლამენტმა, რომელიც დღეს საგანგებო სესიაზე შეიკრიბა, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი.

თურქეთის პარლამენტმა, რომელიც დღეს საგანგებო სესიაზე შეიკრიბა, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი.
სპიკერის განცხადებით, პარლამენტის შემდეგი სესია 1 სექტემბერს შედგება. არჩევნების გამართვა 3 ნოემბრისთვის არის ნავარაუდევი. დღესვე, თურქეთში ოფიციალურად გამოაცხადეს ახალი, პროევროპული ორიენტაციის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის შექმნის შესახებ. პარტიას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ისმაილ ჯემი, “ახალი თურქეთი” ეწოდა. მიმომხილველთა აზრით, მომავალ არჩევნებზე ჯემის პარტია ერთ-ერთ ძირითად ძალად შეიძლება იქცეს.
XS
SM
MD
LG