Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხვალ გაფრინდება მოსკოვში, სადაც 24 ივლისს ჩარჩო-ხელშეკრულების მოსამზადებელი მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხვალ გაფრინდება მოსკოვში, სადაც 24 ივლისს ჩარჩო-ხელშეკრულების მოსამზადებელი მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს გამართავს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბორის პასტუხოვთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის კახა სიხარულიძის ცნობით, უკვე შეთანხმებულია ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების ბლოკები და თბილისში იმედოვნებენ, რომ მეოთხე რაუნდზე წინსვლა იქნება სამხედრო-პოლიტიკური სპექტრის საკითხებშიც. სიხარულიძის ვარაუდით, აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება მეხუთე რაუნდი, რომელზეც დოკუმენტზე მუშაობა დასრულდება და იგი მზად იქნება ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG