Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი არ


ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი არ აპირებს უშიშროების ყოფილი მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძის შეწყალებას.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი არ აპირებს უშიშროების ყოფილი მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძის შეწყალებას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლახან შეწყალებული სამი პატიმრისგან განსხვავებით, იგორ გიორგაძეს არ გაუვლია აუცილებელი პროცედურები: გამოძიებით დაწყებული, სასამართლო პროცესებითა და პატიმრობით დასრულებული. ახლახან შევარდნაძემ შეიწყალა ხსენებული ბრალდებით გასამართლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა გელაშვილი და სპეცრაზმ “ალფას” ყოფილი ხელმძღვანელი გურამ პაპუკაშვილი.
XS
SM
MD
LG