Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სუუამი დსთ-ის


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სუუამი დსთ-ის ალტერნატივას არ წარმოადგენს.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სუუამი დსთ-ის ალტერნატივას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სუუამის წევრები არიან საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი. 19-20 ივლისს, სუუამის ქვეყნების იალტაში გამართული სამიტის კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური სივრცე დღეს იმდენად მრავალფეროვანია, რომ ინტერესთა თანხვედრა და გადაკვეთა სავსებით ბუნებრივად წარმოშობს სხვადასხვა გაერთიანებებს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მოიყვანა იალტის სამიტზე ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთანხმება სუუამში უფრო სწრაფად ამოქმედდება ვიდრე დსთ-ში.
XS
SM
MD
LG