Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გადაწყვიტა, ყადაღა მოხსნას პალესტინელთა


ისრაელმა გადაწყვიტა, ყადაღა მოხსნას პალესტინელთა ავტონომიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ 20 მილიონ დოლარს,

ისრაელმა გადაწყვიტა, ყადაღა მოხსნას პალესტინელთა ავტონომიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ 20 მილიონ დოლარს,
რათა საშუალება მისცეს მას, დენისა და წყლის მიწოდების საფასური გადაიხადოს, აგრეთვე, ხელფასები დაურიგოს სამედიცინო პერსონალს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა. დღესვე, პერესმა განაცხადა, რომ ისრაელი გაიყვანს თავის ჯარებს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებიდან, ჰებრონიდან და ბეთლემიდან, თუ პალესტინელთა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იკისრებს, აღკვეთოს ტერორისტული თავდასხმები ისრაელ მოქალაქეებზე. მისი თქმით, ისრაელის ჯარის მიერ ბოლო ხანს დაკავებული შვიდი ქალაქიდან ყველაზე მშვიდი ვითარება სწორედ ჰებრონსა და ბეთლემშია. პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა აბდელრაზეკ ალ იაჰიამ ისრაელს წარუდგინა გეგმა, რომლის თანახმად პალესტინელთა უშიშროების ძალები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარებენ იმ ტერიტორიებს, საიდანაც ისრაელი თავის ჯარს გაიყვანს.
XS
SM
MD
LG