Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ამ ქვეყნის კომპანიების კურსის მკვეთრი დაცემა ეჭვქვეშ არ აყენებს ამერიკის ეკონომიკის მდგრადობას.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ამ ქვეყნის კომპანიების კურსის მკვეთრი დაცემა ეჭვქვეშ არ აყენებს ამერიკის ეკონომიკის მდგრადობას.
დღეს, ილინოისის შტატში გამოსვლისას, ბუშმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანაში ყველა პირობაა შექმნილი: დაბალი ინფლაცია და წარმოების მაღალი ნაყოფიერება. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინდექსების დაცემა რეაქციაა ერთ-ერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კორპორაცია “უორლდკომში” შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. დღეს “უორლდკომმა” აშშ-ის მთავრობას მიმართა თხოვნით, გაკოტრებისგან დაიცვას იგი. “უორლდკომის” გაკოტრების შესახებ გამოცხადდა ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც გამომზეურდა კომპანიის საბანკო აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული მაქინაციები, რომლებშიც კომპანიის შემოსავალი თითქმის 4 მილიარდი დოლარით იყო გაბერილი. “უორლდკომის” ხელმძღვანელობის წევრის, ჯონ სიჯმორის განცხადებით, კორპორაციამ მიაღწია შეთანხმებას დაფინანსების შესახებ რეორგანიზაციის პერიოდში, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანს. დაფინანსების მოცულობა ორ მილიარდ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG