Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიის პირველმა ბატალიონმა


ავღანეთის არმიის პირველმა ბატალიონმა,

ავღანეთის არმიის პირველმა ბატალიონმა,
რომელმაც მომზადება გაიარა ამერიკელ ინსტრუქტორებთან, დღეს სამწყობრო ნაბიჯით ჩაიარა ქაბულში. საზეიმო აღლუმში მონაწილეობდნენ გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი და თავდაცვის მინისტრი მოჰამად ფაჰიმი.
აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომზადდა 36 ოფიცერი და 350 ჯარისკაცი, მათი წვრთნისას ერთობლივ მოქმედებაზე, ეთნიკური განსხვავების გადალახვაზე და წესრიგის დამყარებაზე იყო მთავარი ყურადღება.

ავღანეთის დასავლეთით გრძელდება სამი დღეა უკვე შეტაკება პუშტუნი და ტაჯიკი მეთაურების რაზმებს შორის. ლაპარაკია ამანულა ხანის და ისმაილ ხანის შესახებ.
ჩვენს რადიოს პუშტუნთა მეთაურმა უთხრა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ გარდანისთვის, საიდანაც ჯარის გაყვანის შეთანხმება დაარღვია ტაჯიკთა მეთაურმა.

XS
SM
MD
LG