Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის რადიკალური ჯგუფები დაემუქრნენ ისრაელს


პალესტინის რადიკალური ჯგუფები დაემუქრნენ ისრაელს,

პალესტინის რადიკალური ჯგუფები დაემუქრნენ ისრაელს,
რომ შურს იძიებენ ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის შეიხ სალახ შეჰადის მკვლელობის გამო.
პალესტინელთა ტერიტორიებზე დღეს გლოვა გამოცხადდა.
ისრაელის არმია წუხელ განახორციელა თავდასხმა ქალაქ ღაზაზე, დაინგრა საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა შეჰადი, მასთან ერთად დაიღუპა 8 ბავშვი, ასევე შეჰადის ოჯახის წევრები. დაიჭრა 145 ადამიანი. ისრაელის პრემიერმა მიულოცა არმიას წარმატებული რეიდი და სინანული გამოთქვა მშვიდობინი მოსახლეობის დაღუპვის გამო. გაერომ, ასევე ევროპის კავშირმა, მკაცრად გააკრიტიკეს ისრპელი საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის გამო. ეგვიპტემ ვაშინგტონს მოსთხოვა დაგმოს მომხდარი.
შეერთებული შტატების მთავრობამ ასეთი კომენტარი გაუკეთა მომხდარს: ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას არ უწყობს ხელს. ჯორჯ ბუშის თქმით, ისრაელმა უნდა აწონ- დაწონოს მისი ქმედების შედეგები.
XS
SM
MD
LG