Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშმა დაჰგმო ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ დაგმო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საცხოვრებელი სახლის დაბომბვა, რომელშიც,

გარდა ექსტრემისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერისა, დაიღუპა 14 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.

საჰაერო თავდასხმა განხორციელებელ იქნა ამერიკულ თვითმფრინავ F-16-დან ჩამოგდებული ერთტონიანი ლაზერით სამართვი ბომბით.

თავდასხმის მიზანი პალესტინელთა ექსტრემისტული ორგანიაზაცია “ჰამასის” სამხედრო ფრთის მეთაურის შეიხ სალაჰ შეჰადას განადგურება იყო. ისრაელი მას ბრალს სდებდა ტერორისტული აქტების მთელი სერიის დაგეგმვაში, რომლებმაც რამდენიმე ათეული ისრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახდლბდების გარდა შეჰადა არავის შეებრალებოდა, მასთან ერთად 14 მშვიდობიანი მოქალაქეც რომ არ დაღუპულიყო. სატელევიზიო ეკრანები შემოიარა ოთხ კმ-ზე გაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ, რომელშიც პალესტინელებმ დაბომბვაში მოკლული ორი თვის ბავშვის ცხედარს მიასვენებდნენ.

ისრაელის მიერ მძიმე იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონში მსოფლიოში შეფასდა, როგორც საერთაშორისო ნორმების დარღვევა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თქვა, რომ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში საცხოვრებელი სახლის დაბომბვით ისრაელმა აშკარად დაარღვია დაპირება, რომ “შეეცდება არ დაუშვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა”.

შვეციამ თავდასხმას უწოდა “საერთაშორისო კანონისა და მორალის წინააღმდეგ ბოროტმოქმედება, რომელიც არ ეკადრება დემოკრატიულ ისრაელს.”

შეერთებული შტატების განცხადების კილოც მკვეთრად განსხვავდებოდა თეთრი სახლისთვის დამახასიათებელი რეაქციისგან. ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონი არ აკრიტიკებდა ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ხელახალ ოკუპაციას, ან მის სამხედრო პასუხს თვითმკვლელურ ტერორისტულ აქტებზე.

“შარონის მთავრობამ უნდა იცოდეს, სად არის რომ მისი მოქმედებების ზღვარი.” თქვა თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. ბუშის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა მოიყვანა პრეზიდენტის სიტყვები, რომ საჰაერო იერიში მშვიდობის შანსებს არ გაზრდის.

[ფლაიშერის ხმა] “პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ისრაელს მართებს თავისი მოქმედებების შედეგების გათვალისწინება, რათა არ გადაუხვიოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ მიმავალი გზიდან. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს თავდასხმა არის მეტისმეტად დაუნდობელი ქმედება, რომელიც არ ეთანადება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ სწრაფვას.”

მიუხედავად მკაცრი რეაქციისა, ბუშს არ უთქვამს, რომ შეერთებული შტატები ისრაელს იარაღის მიწოდებასშეუჩერებს, თუ ის განზრახ გამოიყენებს მას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ისრაელის საჰაერო თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტი ბუში შეხვდა სამი არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გზების განსახილველად. შეხვედრაზე, რომელიც დახასიათებულ იქნა, როგორც “იმედისმომცემი”, განხილულ იქნა საკითხი როგორ უნდა გაირღვეს რეგიონში თავდასხმებისა და შურისგების მოჯადოებული წრე.

“ჰამასმა” უმალვე განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. მაგრამ თუ ისრაელის ისტორიკოსს პროფესორ ჯერალდ შტაინბერგს დავუჯერებთ, შურისგების ტერაქტების რიცხვის ზრდა უკვე შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ახლა “ტერორიზმს უკვე 100 პროცენტით ამოქმედებენო”.

ისრაელის საერთაშორისო პოლიტიკის კონტრტერორიზმის ინსტიტუტის თანამშრომელმა ელი კარმონმა თქვა, რომ ექსტრემისტული ჯგუფები, როგორც კი საშუალება ეძლევათ აწყობენ თავდასხმებს, უბრალოდ შემდეგ მათ შურისგებად ნათლავენო.
XS
SM
MD
LG