Accessibility links

logo-print

ჩეხეთის ციხეებს რუსული მაფია აკონტროლებს


ჩეხეთის ციხეებს რუსული მაფია აკონტროლებს – აცხადებს ჩეხეთის გენერალური პროკურორი მარია ბენეშოვა.

ჩეხეთის ციხეებს რუსული მაფია აკონტროლებს – აცხადებს ჩეხეთის გენერალური პროკურორი მარია ბენეშოვა.
დღეს გაზეთ ”მლადა ფრონტა დნესისთვის” მიცემულ ინტერვიუში მას მოჰყავს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჩეხეთის ციხეებში ყოველი მერვე პატიმარი უცხოელია. ამასთან, უცხოელ პატიმართა ნახევარი რუსეთის, უკრაინისა და ვიეტნამის მოქალაქეები არიან. რუსებისა და უკრაინელების დიდ ნაწილს სპეცდანაყოფებში აქვს გავლილი მომზადება და ისინი უკარნახებენ თავიანთ წესებს სხვა პატიმრებსაც და ციხეების ხელმძღანელებსაც კი. ბენეშოვა არ გამორიცხავს ციხეებში ორგანიზებული ამბოხების შესაძლებლობას. მისი აზრით, ამბოხება მხოლოდ დროის საქმეა, თუკი სასწრაფოდ არ იქნება მიღებული უსაფრთხოების ზომები.
XS
SM
MD
LG