Accessibility links

logo-print

მას მერე, რაც ცნობილი გახდა


მას მერე, რაც ცნობილი გახდა ამერიკის კორპორაციებში მომხდარი ახალი სკანდალების შესახებ,

მას მერე, რაც ცნობილი გახდა ამერიკის კორპორაციებში მომხდარი ახალი სკანდალების შესახებ,
ევროპისა და აზიის ბირჟებზე დღეს კვლავ დაეცა აქციების კურსები. ტოკიოში ბირჟის ძირითადი მაჩვენებელი 2,6 პროცენტით დაეცა, ჰონკონგში – 3-ზე მეტით. ევროპის ბირჟებზე კურსი დღეს ყველაზე დაბალი იყო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. შეერთებულ შტატებში გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ორ მსხვილ კორპორაციაში მომხდარი სკანდალები. ამჯერად საფინანსო მაქინაციებში და საბუღალტრო ანგარიშგების გაყალბებაში ადანაშაულებენ ორ ბანკს: ”სიტიგრუპს” და ”ჯეი პი მორგან ჩეიზს”. ამერიკის ბირჟებზე გუშინ გრძელდებოდა კურსების დაცემა.
XS
SM
MD
LG