Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი დღეს მიესალმა ისრაელის


ევროპის კავშირი დღეს მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,

ევროპის კავშირი დღეს მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,
რომ იგი პალესტინის ავტონომიას 43 მილიონ დოლარს მისცემს მანამდე გაყინული თანხიდან. ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარმა ქრის პატენმა ამ გადაწყვეტილებას პირველი ნაბიჯი უწოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ესკალაციის შესუსტების გზაზე. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა დღეს დილით განაცხადა, რომ ისრაელი საბაჟო და საგადასახადო შემოსავლებს გამოუთავისუფლებს პალესტინელებს, რომელთა ხელმძღვანელობამ ამ თანხების გამოყენების მექანიზმები შეიმუშავა. მისივე თქმით, ისრაელი განიხილავს დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარების ნაწილის გაყვანას. ისრაელი მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა მას მერე, რაც მისი ჯარების მიერ ორშაბათს განხორციელებულ რეიდს 15 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.
XS
SM
MD
LG