Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების კონგრესი კუბისთვის ეკონომიკური ბლოკადის შემსუბუქებას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია თვლის, რომ საჭიროა კუბის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გაგრძელება. კონგრესში კი იზრდება მათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია,

რომ დადგა ამ პოლიტიკის შემსუბუქების დრო.

სამშაბათს წარმომადგენელთა პალატაში 262 ხმით 167-ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა წინადადება კუბაში ამერიკელი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აკრძალვის გაუქმების შესახებ.

მსგავსი უმრავლესობით კონგრესმენებმა გადაწყვიტეს ლიმიტის გაუქმება იმ თანხაზე, რომლის გაგზავნის ნება ეძლევათ კუბელ ამერიკელებს სამშობლოში დარჩენილი ნათესავებისთვის. ამჟამად წლიურად 1200 დოლარის გაგზავნა შეიძლება.

მესამე შესწორება ეხება კუბაში სურსათისა და მედიკამენტების გაგზავნაზე დაბრკოლებების შემსუბუქებას.
მსგავსი წინადადებები სენატშიც იქნა მიღებული. მაგრამ პრეზიდენტი ბუში, ისევე როგორც თეთრი სახლში მისი წინამორბედები არ უჭერს მხარს შეზღუდვების გაუქმებას. მან თქვა კიდეც, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს.

მაგრამ კანონმდებლებმა მხოლოდ ზოგიერთი შესწორება შეიტანეს პოლიტიკაში, რომელიც ძალაშია მას შემდეგ, რაც კუბაში, რომელიც შეერთებული შტატების ნაპირიდან სულ რაღაც 150 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და ის საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოექცა.

1960-იანი წლების დასაწყისში კუბამ შეერთებულ შტატებს უშუალო სამხედრო მუქარა შეუქმნა, როცა დაუშვა თავის ტერიტორიაზე საკონინენტთაშორისო საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების განლაგება. მოსკოვი მათ გატანაზე დათანხმდა მხოლოდ პრეზიდენტ ჯონ კენედისა და საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს შორის 1962 წელს მომხდარი დიპლომატური კონფრონტაციის შემდეგ.

ერთ ხანს კუბა იმუქრებოდა რომ მარქსისტულ რევოლუციას მთელს დასავლეთ ნახევარსფეროზე გაავრცელებდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, კუნძული საშინელ გაჭირვებაში აღმოჩნდა და, შედეგად, დასავლეთში არავისთვის და, მით უმეტეს შეერთებული შტატებისთვის, არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ბუში მაინც აცხადებს, რომ სანამ პრეზიდენტი ფიდელ კასტრო კუბაში ერთპარტიულ პოლიტიკურ სისტემას ინარჩუნებს და უგულებელყოფს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს, ვაშინგტონი შეზღუდვებს არ მოხსნის.

ბოლო დროს ამ დოქტრინას ვაშინგტონში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ერთ-ერთი მათგანია ლეონ ფიურთი, რომელიც ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტ ელ გორის ეროვნული უშიშროების მრჩევლის როლს, თეთრ სახლში კლინტონის ყოფნისას.

ფიურტი ამჟამად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორია. ჩვენს რადიოსთან საუბარში მათ თქვა, რომ კუბაზე ცივი ომის დროინდელ შეხედულებას ყავლი გაუვიდა. ის თვლის, რომ ემბარგოს შენარჩუნება კასტროს პოლიტიკურად შეავიწროვებს, ხოლო დანარჩენი შეზღუდვების მოხსნა კუბის მოსახლეობას ცხოვრებას გაუადვილებს.

ფიურტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ შეზღუდვების გაუქმებას ხმა მისცა რამდენიმე ათეულმა რესპუბლიკელმა და მეტიც, წინადადების ავტორები რესპუბლიკელები, ბუშის პარტიის წევრები იყვნენ.

ფიურტის ეჭვს იწვევს ბოლო თვეებში გავრცელებული ხმების სისწორე, თითქოს კასტრო თავშესაფარს აძლევდეს საერთაშორისო ტერორისტებს და ცდილობდეს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას. ეს ხმები რომ სარწმუნო იყოს, ბუშის ადმინისტრაცია გამოიყენებდა მათ არგუმენტად კანონმდებლების დასარწმუნებლად, რათა მათ არ მიეცათ ხმა შეზღუდვების გაუქმებისთვის.

სხვა აზრისაა ჯო გარსია ამერიკელი კუბელების ეროვნული ფონდის დირექტორი. ორგანიზაციას ოფისები ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში აქვს, მათ შორის მაიამიში, ფლორიდის უდიდეს ქალაქში, სადაც ათასობით კუბელი ლტოლვილი ცხოვრობს.

გარსია ამბობს, რომ მოგზაურობისა თუ ვაჭრობის პირობების შემსუბუქება მხოლოდ გაახანგრძლივებს კომუნისტურ მმართველობას კუბაში. მისი თქმით, შეერთებული შტატების კანონმდებლები თავს იტყუებენ, თუ მართლა სჯერათ, რომ კასტროს მმართველობის სტილ სშეაცვლევინებენ, ტურისტების დოლარებისა და შეერთებული შტატებიდან გაგზავნილი სურსათისა და მედიკამენტების წილ.

ნიანგი, რომ მოეფეროდ კიდეც, თვინიერ ცხოველად არ გადაიქცევა. ფანტაზიაა იმის ფიქრი, რომ თუ ჩვენ კასტროს ხელს გავუმართავთ, ის დაუშვებს ამა თუ იმ ფორმით დემოკრატიასო.

მართალია, 900 ათასამდე კუბელი ამერიკელიდან ბევრი იზიარებს ამ აზრს, იზრდება იმ ამერიკელთა და მათ შორის, კონგრესმენთა, რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ დროა ამერიკამ შეწყვიტოს კუბის ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადა.
XS
SM
MD
LG