Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარმა ღაზის სექტორში დაანგრია


ისრაელის ჯარმა ღაზის სექტორში დაანგრია რიგი შენობები, სადაც პალესტინელთა იარაღის სახელოსნოები იყო მოთავსებული.

ისრაელის ჯარმა ღაზის სექტორში დაანგრია რიგი შენობები, სადაც პალესტინელთა იარაღის სახელოსნოები იყო მოთავსებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩეველმა დორე გოლდმა განაცხადა, რომ დღეს ქალაქ ღაზაში ჩატარებული ოპერაცია პასუხი იყო წუხელ ღამით ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევაზე. [გოლდის ხმა] ”წუხელ კიბუც საადს ნეგევის რაიონში ყასამის ტიპის რაკეტები დაუშინეს პალესტინელთა ჯარებმა ღაზის სექტორში. ისრაელი შევიდა ზაღაში და აღმოაჩინა 22 სახელოსნო, რომლებიც დაანგრია.” შენობების დანგრევიდან ცოტა ხნის შემდეგ პალესტინელებმა რაკეტა ესროლეს ისრაელის ავტობუსს ღაზის სექტორის დაბა ნეცარიმის მახლობლად. არავინ დაშავებულა. მეორე ინციდენტში პალესტინელები იტყობინებიან, რომ სამოქალაქო პირი იქნა მოკლული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, როცა ისრაელის ჯარებმა ჩხრეკა ჩაატარეს ქალაქ კალკილიაში.
XS
SM
MD
LG