Accessibility links

ცნობილმა ამერიკელმა ფინანსიტმა და ფილანტროპმა


ცნობილმა ამერიკელმა ფინანსიტმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ საფრთხეშია მისი ფონდის მოღვაწეობა მოსკოვში.

ცნობილმა ამერიკელმა ფინანსიტმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ საფრთხეშია მისი ფონდის მოღვაწეობა მოსკოვში.
პრობლემა ეხება შენობას, რომელშიც არის განთავსებული ფონდი. სოროსის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის რუსეთის განყოფილება ”შანტაჟისა და გაუთავებელი პროვოკაციების ობიექტად იქცა”. სამშაბათს სოროსის ფონდის მოსკოვის განყოფილების თანამშრომლები რამდენიმე საათით ჩაკეტეს ფონდის მიერ ნაქირავებ შენობაში. შენობის მფლობელმა, რუსეთის კომპანია ”ნობელ ტიკნოლოჯისმა” განაცხადა, რომ ქირის შესახებ ხელშეკრულება დიდი ხანია დამთავრდა. მომავალ კვირაში დავას მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს.
XS
SM
MD
LG