Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაეროს

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. გაეროში ამერიკის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ არაბული ქეყნების ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პროექტს ცალმხრივი უწოდა. ვაშინგტონის აზრით, რეზოლუციაში გაკიცხული უნდა იყოს არა მარტო ისრაელის ჯარი, არამედ პალესტინელი ტერორისტებიც. ნეგროპონტეს თქმით, პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის პირობა ისრაელის უშიშროების მყარი გარანტიები შეიძლება იყოს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა ისრაელის სამხედროთა მიერ ექსტრემისტული დაგჯუფება ”ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი მოკლვის შემდეგ, რასაც 14 სამოქალაქო პირის სიკვდილიც მოჰყვა.
XS
SM
MD
LG