Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს დელიში ჩავიდა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს დელიში ჩავიდა,
რათა ინდოეთის ლიდერებთან ერთად განიხილოს ქაშმირის პრობლემა. პაუელის სიტყვებით, იგი შეეცდება დაარწმუნოს ინდოეთი და პაკისტანი, რომ აუცილებელია ეფექტიანი ზომების მიღება ამ საზღვრისპირა შტატში მდგომარეობის განსამუხტად. ხვალ პაუელი ისლამაბადში გაემგზავრება. პაკისტანში უკვე იმყოფება ევროპის კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხავიერ სოლანა. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი შეასრულებს დაპირებას მუსულმანი სეპარატისტების საქმიანობის შეწყვეტის თაბაზე, რომლებიც პაკისტანის ტერიტიორიებიდან ახორციელებენ თავდასხმებს ქაშმირში ინდოეთის ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG