Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის


საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებით,

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებით,
ავღანეთმა მთელი გულისყური უნდა გადაიტანოს უსაფრთხოების საკუთარი მექანიზმების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობისგან არ უნდა მოითხოვდეს პოლიციელის როლის შესრულებას. ქაბულში ვიზიტად ჩასულმა სოლანამ დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავინდებურად მზად არის, დაეხმაროს ავღანეთს 23-წლიანი ომისა თუ კონფლიქტების დაძლევაში, მაგრამ, მისივე თქმით, ქვეყანა თვითონ უნდა დადგეს ფეხზე. სოლანას გამოსვლა პასუხი იყო ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა აბდულას მოწოდებაზე, გაფართოებულ იქნეს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების მოქმედების არე. სოლანას ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან ჰამიდ კარზაისთან და ავღანეთის ყოფილ მეფესთან მოჰამად ზაჰირ შაჰთან.
XS
SM
MD
LG