Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვის აეროპორტ “შერემეტიევო-1”-ში, აფრენისას


დღეს მოსკოვის აეროპორტ “შერემეტიევო-1”-ში, აფრენისას, ჩამოვარდა ავიაკომპანია “პულკოვოს ავიახაზების” კუთვნილი ილ-86,

დღეს მოსკოვის აეროპორტ “შერემეტიევო-1”-ში, აფრენისას, ჩამოვარდა ავიაკომპანია “პულკოვოს ავიახაზების” კუთვნილი ილ-86,
რომელიც ასრულებდა ტექნიკურ რეისს მარშრუტით მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგი. დაიღუპა 14 ადამიანი. ორი სტიუარდესა გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო მეორის მდგომარეობა, ექიმების ცნობით, დამაკმაყოფილებელია. სულ თვითმფრინავში 16 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის წევრები და სტიუარდესები. მგზავრები თვითმფრინავში არ მსხდარან. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. მიმდინარეობს გამოძიება. ავარიის ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. მაშველებმა სამივე “შავი ყუთი” იპოვეს. ეს ილ-86-ის ავარიის პირველი შემთხვევაა.
XS
SM
MD
LG