Accessibility links

logo-print

სამხრეთი სერბიის ქალაქებში პრეშევოში, ბუიანოვაცსა


სამხრეთი სერბიის ქალაქებში პრეშევოში, ბუიანოვაცსა და მედვედიეში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით აღინიშნა.

სამხრეთი სერბიის ქალაქებში პრეშევოში, ბუიანოვაცსა და მედვედიეში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით აღინიშნა.
რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო კენჭისყრის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა ათობით უცხოელი და ასობით ადგილობრივი დამკვირვებელი. მიმომხილველთა ვარაუდით, იოლი გამოსაცნობია არჩევნების შედეგები მედვედიეში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ, და პრეშევოში, სადაც ძირითადად ეთნიკური ალბანელები ცხოვრობენ. მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ დამთავრდება კენჭისყრა ბუიანოვაცში, სადაც ხსენებული ეთნიკური ჯგუფები დაახლოებით თანაბრად არიან წარმოდგენილი. კენჭისყრის შედეგებს ხვალისთვის ელიან. პრეშევოს ველი ალბანელთა და სერბთა შეიარაღებული დაპირისპირების სარბიელი იყო. კონფლიქტი შარშან, მხარეთა შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
XS
SM
MD
LG