Accessibility links

logo-print

პაკისტანში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად


პაკისტანში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, პოლიციას ავტომანქანით გადაჰყავდა ოთხი ისლამისტი ექსტრემისტი, როცა მანქანას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. თავდამსხმელებმა პატიმართა დროებით გათავისუფლება და მათთან ერთად გაქცევა მოახერხეს. პოლიციელები გაქცეულებს დაედევნენ და ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს ოთხივე პატიმარი და ორი თავდამხსმელი. ცხრა პოლიციელი დაიჭრა. პოლიციის ვარაუდით, მოკლული პატიმრები მონაწილეობდნენ შარშან ოქტომბერში, ქალაქ ბეჰავალპურის პროტესტანტულ ეკლესიაზე მოწყობილ თავდასხმაში, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG