Accessibility links

დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა იერუსალიმში


დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა იერუსალიმში, რის შედეგა 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაიჭრა.

დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა იერუსალიმში, რის შედეგა 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაიჭრა.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, 9 დაჭრილის მდგომარეობა – კრიტიკულია.აფეთქება სადილობის დროს მოხდა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის კაფეში. ეს უკვე მეორე ტერაქტია იერუსალიმში განვლილი 2 დღის მანძილზე. გუშინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში ააფეთქა ყუმბარა; 4 ადამიანი დაიჭრა. დღევანდელი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ”ჰამასმა” აიღო თავის თავზე. პალესტინელთა დაჯგუფებებმა გასულ კვირაში განაცხადეს, რომ შურს იძიებენ ”ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის მოკვლისთვის, რაც ისრაელის საჰაერო რეიდმა გამოიწვია. ისრაელის უშიშროების სამსახურის ”შინ ბეთის” უფროსმა ავი დიხტერმა დღეს განაცხადა, რომ 2000 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, თვითმკვლელმა ტერორისტებმა 90-ზე მეტი აფეთქება მოაწყეს ისრაელში.
XS
SM
MD
LG