Accessibility links

სამხრეთი სერბიის ქალაქ ბუიანოვაცში


სამხრეთი სერბიის ქალაქ ბუიანოვაცში,

სამხრეთი სერბიის ქალაქ ბუიანოვაცში,
სერბი მოსახლეობა კვლავინდებურად მოითხოვს კვირას ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმებას. სამშაბათს, 500-დე სერბი შეუერთდა დემონსტრაციას ბუიანოვაცში, და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. კვირას ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქალაქის მერად არჩეულია ალბანელი ნაჯიფ არიბი, რომელმაც ხმების 55 პროცენტი მიიღო. მის სერბ მეტოქეს ნოვიცა მანოილოვიჩს ამომრჩეველთა 44-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. განვლილი 60 წლის მანძილზე, პირველად, ქალაქ ბუიანოვაცის ადმინისტრაციას ალბანური სათვისტომოს წარმომადგენელი ჩაუდგა სათავეში.
XS
SM
MD
LG