Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო პანკისის ხეობაში რომელიმე ქვეყანასთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო პანკისის ხეობაში რომელიმე ქვეყანასთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება, მას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ბეჟუაშვილმა უთხრა, რომ მოსკოვის სურვილს ერთობლივი ოპერაციის ჩატარების თაობაზე ”აგრესიულობის ელფერი” დაჰკრავს და ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული ურთიერთობის მშენებლობის ფონზე კარგს არაფერს მოიტანს. ბეჟუაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გამორიცხავს პანკისის ხეობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არა მარტო რუსეთთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. როგორც ბეჟუაშვილმა აღნიშნა, ამერიკული სამხედრო დახმარების: ”წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”, რომელიც 4 ანტიტერორისტული ქართული ბატალიონის მომზადებას ითვალისწინებს, მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისაკენ, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ეს ქვედანაყოფები გამოყენებული იქნება პანკისის ხეობაში. ბეჟუაშვილის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვაშინგტონს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა საქართველოში ვითარების დარეგულირებაში.
XS
SM
MD
LG