Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი


აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვულ სფროში ირანთან თანამშრომლობა.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვულ სფროში ირანთან თანამშრომლობა.
როგორც სპენსერ აბრაჰამმა მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, ვაშინგტონი მეტად შეშფოთებულია რუსეთის გეგმებით, არა მარტო დაამთავროს რეაქტორის მშენებლობა ბუშერში, არამედ ირანში 5 ახალი ბირთვული რეაქტორი ააგოს. როგორც აბრაჰამმა აღნიშნა, ირანი ბირთვული იარაღის, აგრეთვე მასობრივი განადგურების სხვა იარაღის პროგრამებზე მუშაობას აგრძელებს, რის გამოც ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს ირანთან თანამშრომლობა ბირთვულ სფეროში.
XS
SM
MD
LG