Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მიესალმა გაეროს მიერ დღეს


ისრაელი მიესალმა გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია,

ისრაელი მიესალმა გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია,
რომ ისრაელს აპრილში ჯენინის ბანაკში განხორციელებული ოპერაციის დროს ხოცვა-ჟლეტა არ მოუწყვია. ამასთან, ანგარიშის ავტორები როგორც ისრაელს, ისე პალესტინელებს ადანაშაულებენ ჯენინის ბანაკში ადამიანის უფლებათა ხელყოფაში. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დაბიელ ტაუბმა აღნიშნა, ანგარიში ცხადყოფს, რომ პალესტინელები ვალდებული არიან, აღკვეთონ ტერაქტები, რომლებიც მათ ტერიტორიებზე მზადდება. ხოლო პალესტინელთა წარმომადგენელმა, საებ ერექათმა უარყო ანგარიშის დასკვნა და აღნიშნა, რომ ისრაელს კაცობრიობის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღესვე გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა განაცხადა [კოფი ანანის ხმა] ”იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე სწორ დასკვნებს გამოიტანს ჯენინში მომხდარი ტრაგედიიდან და მიიღებს ზომებს, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას, რომელიც ორივე მხარეზე სიცოცხლის ფასად უჯდება უდანაშაულო სამოქალაქო პირებს”.
ამასობაში შეერთებული შტატებიდან მოსული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღშფოთება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების გამო. ამ აფეთქებამ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან 5 ამერიკელი იყო. ჯორჯ ბუშმა ორივე მხარეს მოუწოდა, იფიქრონ მშვიდობაზე და არა შურისძიებაზე.
XS
SM
MD
LG