Accessibility links

logo-print

პარასკევს დილით ამოუცნობმა შვეულმფრენმა დაარღვია


პარასკევს დილით ამოუცნობმა შვეულმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე

პარასკევს დილით ამოუცნობმა შვეულმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე
რუსეთთან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მხრიდან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსს” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში აცნობეს. შვეულმფრენმა დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე გადაუფრინა შავ მთას სოფელ გირევის მახლობლად, სადაც განლაგებულია ქართული სასაზღვრო საგუშაგო. მესაზღვრეების განცხადებით, შვეულმფრენს საქართველოს ტერიტორია არ დაუბომბავს, მაგრამ რამდენიმე მანევრი განახორციელა და უკან, რუსეთის მიმართულებით გაბრუნდა.
XS
SM
MD
LG