Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები მდინარე იორდანეს დასავლეთი


ისრაელის ჯარები მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, აგრეთვე ღაზის სექტორში შეიჭრნენ,

ისრაელის ჯარები მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, აგრეთვე ღაზის სექტორში შეიჭრნენ,
ხოლო ისრაელის ხელმძღვანელობა ამზადებს გეგმას, რომელიც აფეთქებებში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი პალესტინელების დეპორტაციას ითვალისწინებს. ისრაელის ტანკები წუხელ შეიჭრნენ ნაბლუსში, რომელიც, სავარაუდოდ, ბაზად ემსახურებოდა ამ კვირაში იერუსალიმში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორებს. ცნობებში ნათქვამია, რომ ბრძოლებში 1 პალესტინელი შეიარაღებული პირი დაიღუპა. იუწყებიან აგრეთვე სოფელ სალემში ისრაელის ჯარების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის 1 წევრის მოკვლის შესახებ. ამასობაში, პალესტინელთა უშიშროების უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზის სექტორში ისრაელის ჯარისკაცების შეჭრისას სიცოცხლეს გამოასალმეს კიდევ 2 პალესტინელი. ასევე ღაზის სექტორში წუხელ დაიღუპა 9 წლის გოგონა, რომელიც შემთხვევით მოჰყვა სროლაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელმა გასცა განკარგულება თავდასხმების მომწყობი პალესტინელების 2 ნათესავის დეპორტაციის შესახებ. დაკავებულებმა საჩივარი შეიტანეს სამხედრო ტრიბუნალში, და თუ უარს მიიღებენ, უფლება აქვთ, რომ დეპორტაციის ორდერი ისრაელის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.
XS
SM
MD
LG