Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი სკეპტიკურად გამოეხმაურა ცნობას, რომლის


ბრიტანეთი სკეპტიკურად გამოეხმაურა ცნობას, რომლის თანახმად ერაყმა გაეროს განიარაღების ექსპერტი ბაღდადში ტექნიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

ბრიტანეთი სკეპტიკურად გამოეხმაურა ცნობას, რომლის თანახმად ერაყმა გაეროს განიარაღების ექსპერტი ბაღდადში ტექნიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.
საინფორმაციო სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა თქვა, რომ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსიენს თამაში სჩვევია, და იშვიათად ასრულებს დანაპირებს. გუშინ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა ბაღდადში გაეროს განიარაღების ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელის, ჰანს ბლიქსისა და ერაყელი ექსპერტების შეხვედრის დაწყება. როგორც წერილშია აღნიშნული, მოლაპარაკება შექმნის საფუძველს ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG