Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში


ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
არჩევნები 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ადასტურებს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. დეკლარაციაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ევროკავშირი გადაჭრით ემხრობა მთიანი ყარაბაღის საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებას.
XS
SM
MD
LG