Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ 50


კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს ინდონეზიას ანტიტერორისტული ძალისხმევის ხელშესაწყობად.

კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს ინდონეზიას ანტიტერორისტული ძალისხმევის ხელშესაწყობად.
ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს ჯაკარტაში ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰასან ვირაიუდასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად 16 მილიონი დოლარით დაფინანსებული პროგრამა, რომლითაც ანტიტერორისტული ძალისხმევის მხარდაჭერა იგეგმება, ამჟამად მოელის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დასტურს. კოლინ პაუელის თქმით: [კოლინ პაუელის ხმა] ”ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ პრეზიდენტ მეგავათისა და ინდონეზიის არმიას, გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები და უკეთ მომზადებული იყვნენ იმ საფრთხის აღსაკვეთად, რომელიც პრეზიდენტმა მეგავათიმ და მისმა მთავრობამ ინდონეზიაში აღმოაჩინეს.”
XS
SM
MD
LG