Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში რეფერენდუმზე კონსტრიტუციურ ცვლილებებს უყრიან კენჭს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამ თვის ბოლოს აზერბაიჯანში რეფერენდუმი გაიმართება კონსტიტუაციაში 40-მდე ცვლილების შეტანის თაობაზე. მთავრობა ირწმუნება, რომ ცვლილებები აუცილებელია ქვეყნის,

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციათა წევრის მიერ აღებული ვალდებულებების გამო.
ოპოზიცია კი თვლის, რომ მთავრობის ჭეშმარიტი მიზანი პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ძალაუფლების გამაგრება და მისთვის მემკვიდრის დანიშვნის ამოცანის გაადვილებაა.
ერთ-ერთი უთანხმოება მთავრობასა და ოპოზიციას შორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას ეხება.
არსებული სისტემით პარლამენტის 100 წევრი მაჟორიტარული წესით ირჩევა, 25 კი პარტიული სიით, პროპორციულობის პრინციპით.
პრეზიდენტის ოფისის საკანონმდებლო დეპარატამენტის წევრის შაჰინ ალიევის სიტყვით, პროპორციული სისტემა გამოსადეგია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ხოლო საპრეზიდენტო მმართველობის შემთვხვევაში ის არამც თუ გამოუსადეგარი, მავნეც კია. მისი თქმით, მაჟორტარული სისტემა კარგად მოქმედებს ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში.
ოპოზიციური პარტიის “მუსავატ”-ის თავმჯდომარის მოადგილე არიფ ჰაჯიევი კი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ოპოზიციის განადგურებაა.
ის ამტკიცებს, აგრეთვე, რომ პროპორციული სისტემის გაუქმების შემთხვეთაში, მთავრობა უფრო ადვილად შეძლებს არჩევნების გაყალბებას.
წინა არჩევნები საერთაშორისო და შინაური მეთვალყურეების მიერ გაკრიტიკებულ იქნა, როგორც არადემოკრატიული.
ჰაჯიევის სიტყვით:[ჰაჯიევის ხმა] “მთავრობას დღემდე არ განუმარტავს, რა საჭიროა არჩევნების სისტემის შეცვლა. პროპორციული სისტემის გაუქმება გზას გაუხსნის ერთპარტიულ მმართველობას. პროპორციული სისტემის შემთხვევაში უფრო ძნელია არჩევნების მანიპულირება და ფალსიფიცირება. ხოლო შედარება ბელგიასთან და იტალიასთან კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ შუა აზიასთან.”
ზოგიერთ მიმომხილველს აშფოთებს აგრეთვე შემდეგი კონსტიტუციური ცვლილებები: ამჟამინდელი წესით, არჩევნების შედეგების გამოცხადება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 7 დღისა, ცვლილების თანახმად, ეს დრო 14 დღეა, ე.ი. - მეტი დრო ფალსიფიკაციისთვის.
და კიდევ, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტში, ხმების ორი მესამედის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობა უნდა ეყოს.
მაგრამ ყველაზე დიდ დავას იწვევს კონსტიტუციური ცვლილება პრეზიდენტის მიერ მართვის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოსტის დაკავების წესებში. არსებული წესით, პრეზიდენტის გადადგომის ან სიკვდილის შემთხვევაში მისი ფუნქციები გადაეცემა პარლამენტის სპიკერს.
ახალი წესით, ქვეყნის მმართველობას პრემიერ-მინისტრი იბარებს. პრემიერ-მინისტრს კი ნიშნავს პრეზიდენტი, მაშინ როცა სპიკერს პარლამენტი ირჩევს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილება საშუალებას მისცემს 79 წლის ალიევს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დანიშნოს თავისი მემკვიდრე, ისე, როგორც ეს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, როცა მმართველობა, ვინმეს დაუკითხავად, ვლადიმირ პუტინს გადასცა.
38 საკონსტიტუციო ცვლილებას შორის ბევრი ისეთია, რომელიც არ იწვევს დავას, - მაგალითად, სამხედრო გაწვევის სამოქალაქო სამსახურის ალტერნატივა, ომბუდსმენის პოსტის დაარსება, მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო სასამრთლოში აპელაციის შეტანის უფლება.
ოპოზიცია მოითხოვს რეფერენდუმის გადავადებას. ამ მოთხოვნას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატამენტიც უჭერს მხარს. მიზეზი: კენჭისყრა ტარდება მისი გამოცხადებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ეს დრო კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობა კარგად გაეცნოს შეთავაზებულ ცვლილებებს.
თუმცა რეფერენდუმის გადავადება მოსალოდნელი არ არის, ოპოზიციას ერთი პატარა გამარჯვება მაინც ხვდა წილად: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეთავაზებული ცვლილებები რვა ჯგუფად დაყო, თითოეულში შევიდა მონათესავე საკითხები. მათი მოწონება ან უარყოფა ცალ-ცალკე შეიძლება. მთავრობის თავდაპირველი ვარიანტით კი, ცვლილებათა მთელს პაკეტს უნდა მიეღო “ჰო” ან “არა”.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხვდება მთავრობას მრგვალი მაგიდის გარშემო საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, ის მაინც მოუწოდებს რეფერენდუმის ბოიკოტისკენ. ანალიტიკოსების თქმით, მას არ ეყოფა იმის ძალა, საერთოდ გადაათქმევინოს ამრმრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობა. მაქსიმუმ, რის გაკეთებასაც შეძლებს, დააყენოს მონიტორები და შეეცადოს იმის ჩვენებას, რომ მონაწილეობა 50 პროცენტზე ნაკლები იყო.
რეფერენდუმის დროც შეიძლება დაეხმაროს ოპოზიციას. 24 აგვისტოს ბევრი ჯერ კიდევ შევებულებაშია და რეფერენდუმის თავი არა აქვს.
XS
SM
MD
LG