Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუი ბიანმა


ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუი ბიანმა განაცხადა,

ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუი ბიანმა განაცხადა,
რომ ქვეყანაში აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რათა ტაივანმა ოფიციალურად გამოაცხადოს ჩინეთისაგან დამოუკიდებლობა. ჩენ შუი ბიანმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ტაივანი არ წარმოადგენს სხვა რომელიმე ქვეყნის ნაწილს, და რეფერენდუმის მოწყობა, ამ ქვეყნის მკვიდრთა ხელშეუხებელი უფლებაა. ადრე, ტაივანის პრეზიდენტი თავის საჯარო გამოსვლებში გამორიცხავდა ამ კუნძულის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის მოწყობას. პეკინს არ გამოუქვეყნებია ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება. ადრე, ჩინეთის ხელმძღვანელობა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ტაივანს ომით დაემუქრა.
XS
SM
MD
LG