Accessibility links

სერბიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს


სერბიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ულტრანაციონალი ლიდერის,

სერბიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ულტრანაციონალი ლიდერის,
ვოისლავ შეშელის კანდიდატურა დაამტკიცა მომავალი თვის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც სააგენტო ტანიუგი იუწყება, სერბიის რადიკალური პარტიის ლიდერი პირველი ოფიციალური კანდიდატია 29 სექტემბრისათვის დანიშნულ არჩევნებში. საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიროლიუბ ლაბუსმაც, მაგრამ კომისიას იგი ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია, ხოლო პრეზიდენტ ვოისლავ კოშტუნიცას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო პაექრობაში მონწილეობის თაობაზე. შეშელის პარტია იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირე იყო.
XS
SM
MD
LG