Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მოუწოდა


გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მოუწოდა დღეს შეერთებულ შტატებს

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მოუწოდა დღეს შეერთებულ შტატებს
თავი შეიკავოს ერაყზე შესაძლო თავდასხმისაგან. მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ჰანოვერში, შრიოდერმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის მშფოთვარე რეგიონში, პირველ რიგში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაა საჭირო, და არა ომის დაწყება ერაყთან. შრიოდერმა თქვა, რომ გერმანია შეერთებულ შტატებს ამოუდგა მხარში 11 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ არაა მზად, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ”ავანტიურას” აუბას მხარი.
XS
SM
MD
LG